
გრაფიკა
9 თვე
კურსის ხანგრძლივობა
8
მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში
125 ₾
კურსის თვიური ღირებულება
კურსის შესახებ
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ grafikul gamomsaxvelobiT xerxebს, კონტურს, შუქჩრდილსა და დაშტრიხვას. ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ჩამოიყალიბონ გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო უნარ-ჩვევები, სივრცობრივ-მოცულობითი აზროვნება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სივრცეში თვით ობიექტის ორგანულად წარმოჩენას. დაეუფლებიან პლასტიკის ფორმის, რაკურსების, რელიეფური მოდელირების, მოცულობის შეგრძნების გამომუშავებას და მათი გადმოცემის ხერხებს.
სასწავლო პროგრამის შესწავლისას მოსწავლეებს შეეძლებათ: წყლის საღებავებით, გრაფიკული ფანქრითა და პასტელებით ჩანახატების, ესკიზებისა და ეტიუდების შესრულება, შეძლებენ ტექნიკური შესრულების სრულყოფას და დამოუკიდებლად მუშაობას.
ბავშვების ჯგუფი
გაკვეთილები კვირაში 2ჯერ 1.5 საათი
1 თვის ფასი 125 ლარი
ზრდასრულების ჯგუფი
გაკვეთილები კვირაში 2ჯერ 2 საათი
1 თვის ფასი 165 ლარი
გრაფიკის კურსს უძღვებიან სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული მხატვარ-პროფესორები, რომლებსაც აქვთ ხატვის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე, არიან ცნობადი და წარმატებული მხატვრები. ხელოვნების აკადემიაში განივითარებთ ნიჭს, შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას, შეისწავლით ხატვის სხვადასხვა ტექნიკას როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე. სასწავლო წლის ბოლოს იმართება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და გაიცემა სერტიფიკატები.