top of page
Wine & Painting Night

ფერწერა

9 თვე

კურსის ხანგრძლივობა

8

მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში

125 ₾

კურსის თვიური ღირებულება

გაიარე სწრაფი რეგისტრაცია კურსზე

ჩვენ შესახებ

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საღებავების ტექნოლოგიურ საშუალებებს; შეისწავლონ მოცემულობის კომპოზიციურად სწორად განაწილება სასურათე სიბრტყეზე, წინა და უკანა პლანის გარჩევა; საგნების ფორმის, პროპორციების, ფერისა და შუქ-ჩრდილების გადმოცემა საღებავების საშუალებით. ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მოსწავლეების მიერ ფერწერული ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო უნარ-ჩვევების, კრეატიული აზროვნების განვითარება; ფერწერის ენისა და კოლორისტიკული გამის გაცნობა საბაზისო საწყისებზე.

 

სწავლების პროცესში მოსწავლეები შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული შეფასებისა და ფერში აზროვნების უნარი. ისინი დაეუფლებიან დაზგურ ფერწერაში მუშაობის საბაზისო საფუძვლებს.

 

ბავშვების ჯგუფი

გაკვეთილები კვირაში 2ჯერ 1.5 საათი

1 თვის ფასი 125 ლარი

 

ზრდასრულების ჯგუფი

გაკვეთილები კვირაში 2ჯერ 2 საათი

1 თვის ფასი 165 ლარი

 

 

ფერწერის კურსს უძღვებიან სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული მხატვარ-პროფესორები, რომლებსაც აქვთ ხატვის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე, არიან ცნობადი და წარმატებული მხატვრები. ხელოვნების აკადემიაში განივითარებთ ნიჭს, შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას, შეისწავლით ხატვის სხვადასხვა ტექნიკას როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე. სასწავლო წლის ბოლოს იმართება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და გაიცემა სერტიფიკატები.

144/108 საათი

72 გაკვეთილი

2-ჯერ კვირაში

1.5/2 საათი

bottom of page