top of page

ფერწერა - გრაფიკის
კურსი
.

ასაკი: 6-15

2-ჯერ კვირაში
90 წუთი

8

მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში

130

1 თვის ღირებულება

კურსის შესახებ.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ნახატის ყველა კომპონენტს: კომპოზიცია, ფორმა, ხაზი, პლასტიკა, სივრცობრივ-მოცულობითი აზროვნება, პერსპექტივა, ტონალური გადაწყვეტა, შესრულების მანერა და ა.შ. სწავლების პროცესში მოსწავლეები შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული შეფასებისა და ფერში აზროვნების უნარი. შეძლებენ გარფიკული და ფერწერული ტექნიკური შესრულების სრულყოფას და დამოუკიდებლად მუშაობას. ხატვის კურსს უძღვებიან სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული მხატვარ-პროფესორები, რომლებსაც აქვთ ხატვის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. სასწავლო წლის ბოლოს იმართება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და გაიცემა სერტიფიკატები.

ხატვის ერთ წლიანი კურსის სასწავლო პროგრამა

 

სემესტრი I

  1. „შემოდგომის ნატურმორტი“ , ნატურმორტი როგორც სახვითი ხელოვნების ჟანრი, ისტორია და აკადემიური ტექნიკა, შეფასების კრიტერიუმები. მასალა გუაში.

  2. რა არის პეიზაჟი; ჯანრის ისტორია. ნამუშევრის შესრულება ცნობილი მხატვრის ნახატის მიხედვით: კლოდ მონე

  3. გრაფიკა, ფანქარი. ნატურმორტი თაბაშირის გეომეტრიული ფიგურებით. ხაზი, შტრიხი, განათება და ჩრდილი, კომპოზიცია. აკადემიური ტექნიკა, შეფასების კრიტერიუმები.

  4. იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი - ისტორია. ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრის განხილვა და გადახატვა.

  5. ნატურმორტი გუაშით. ფერწერა. ფერში ხატვის ძირითადი პრინციპები, შუქჩრდილების ეფექტურად გამოსახვა ფერში.

  6. შემოქმედებითი პროცესი- თავისუფალი თემა: ბავშვები დამოუკიდებლად ქმნიან საკუთარ ნახატს. რეფერენსების მოძიება, ესკიზირება. (მასწავლებელი ჯგუფს  ამუშავებს ერთ, კონკრეტულ თემატიკაში)

  7. გრაფიკა ფანქარში- ნატურმორტი თაბაშირის გეომეტრიული ფიგურებით.

  8. საახალწლო ნატურმორტი - ზეთის საღებავით ხატვა ტილოზე

 

სემესტრი 2

  1. შემოქმედებითი პროექტი - ცნობილი მხატვრის ნახატის კოპირების საფუძველზე, თემა - „ზამთარი“

  2. გრაფიკა ფანქარში - ნატურმორტი 

  3. ფერწერა - ნატურმორტის ხატვა მოცულობის და შუქჩრდილების გათვალისწინებით

  4. შემოქმედებითი პროექტი, თავისუფალი თემა: ბავშვები ხატავენ მათთვის საინტერსო ცნობლი მხატვრის ასლს ან მუშაობენ საკუთარი ფანტაზიით

  5. გრაფიკა - ფანქარი ან გუაში ერთ ფერში. ბავშვები ხატავენ თაბაშირის სიბრტყეებიან თავს, პორტრეტის საფუძვლები.

  6. მეტაფიზიკური მხატვრობა და სურეალიზმი, განხილვა. ბავშვები ხატავენ რენე მაგრიტის ან სალვადორ დალის ნახატების მიხედვით.

  7. ნატურმორტი - თემა: „აღდგომა“, ან ნიკო ფიროსმანის სააღდგომო ნახატის გადახატვა

  8. შემოქმედებითი პროექტი, ესკიზირება, რეფერენსების მოძიება, საავტორო ნამუშევარზე მუშაობა ზეთით ტილოზე. გამოფენისთვის მზადება

სილაბუსი.

26.03_edited.jpg

ხელმძღვანელი

ია რევაზიშვილი

bottom of page