არტ თერაპია
4 თვე
კურსის ხანგრძლივობა
6
მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში
175 ₾
კურსის თვიური ღირებულება
თერაპიის შესახებ
არტ თერაპია არის ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ემყარება ხელოვნებისა და შემოქმედების გამოყენებას ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჰარმონიზაციის მიზნით. ეს არის საკუთარი თავის შემოქმედებით თვითგამოხატვა და გარემოს უკეთ გააზრების შესაძლებლობა. 4 თვიანი პრაქტიკული არტ- თერაპიის კურსის შემდეგ, შეუძლებელია ადამიანის ცნობა. ის მშვიდად, სხვაგვარად, რეაგირებს სიტუაციებზე. არტ თერაპიას არ ჭირდება პროფესიული უნარები.
ადამიანისთვის ხშირად რთულია სირთულეების მიზეზის აღმოჩენა და აღიარება. პრობლემა შესაძლოა დაფარული იყოს აღქმისთვის, იყოს გაგებული და გაცნობიერებული. ამიტომ, არტ თერაპიის ერთ -ერთი მთავარი ამოცანა გრძნობებისა და გონების კავშირის აღდგენაა. მუშაობის პროცესში შესაძლებელი ხდება სირთულეების მიზეზების დანახვა და მათი დაძლევის გზების პოვნა. არტ თერაპიის ღრმა მეთოდები, ხელოვნების ენის გამოყენებით, ამ ამოცანას ეფექტურად და ყურადღებით უმკლავდება.
პროგრამის მიზანი
არტთერაპიის საშუალებით ემოციური და პიროვნული განვითარების პირობის შექმნა.
პროგრამა ახორციელებს შემდეგ ამოცანებს:
დაძაბულობის და სტრესის მოხსნის ხელშეწყობა;
ლოგიკური აზროვნების განვითარება;
თვითშეფასების ამაღლება და საკუთარი ქმედებების კონტროლი;
ფანტაზიის განვითარება;
ლიდერული თვისებების აღმოჩენა და განვითარება;
ადაპტირება ოჯახსა და საზოგადოებაში;
სოციალური უნარების გაუმჯობესება;
ყურადღების კონცერტრაციის უნარის გაუმჯობესება.
კლიენტი ასრულებს ნამუშევარს ქაღალდის ფურცელზე მონოტიპიის მეშვეობით. მინის პატარა ნაჭერზე სასურველი საღებავის დადებით და შემდეგ ამ მინით საღებავის ფურცელზე გადატანით (დაბეჭვდვით) ქმნის გამოსახულებებს.
მონოტიპია (ბერძ.mono-ერთი «τυπος»-ბეჭდვა) ხატვის ერთ-ერთი ტექნიკაა, რომელიც გამოირჩევა თითოეული ნახატის, გამოსახულების უნიკალურობით, შეუძლებელია ორი იდენტური ნამუშევრის შექმნა. მუშაობის პროცეში მიღებული ლაქები შესაძლებელია დარჩეს თავდაპირველი ფორმით, ან დახატოთ სურათი, დაკარგული დეტალების დამატებით. არ არის ფერში შეზღუდვა.
დასმული კითხვები
რას დაარქმევდით თქვენს ნამუშევარს?
რომელი ფერი ჭარბობს და რით ახსნი ამას?
რა გამოსახულებებს ხედავთ თქვენს ნახატში?
თქვენი ცხოვრების რომელ აქტუალურ სიტუაციას ასახავს?
რა ემოციები გქონდათ მუშაობის პროცეში?
რა სიტუაციებში და რამდენად ხშირად გაქვთ მსგავსი განცდები თქვენს ცხოვრებაში?
ახერხებთ თუ არა მართოთ ეს სიტუაციები, რომ არ დაკარგოთ ნდობა სამყაროს მიმართ?
რომელი მნიშვნელოვანი უნარი, ცოდნა და გამოცდილება გინდათ გაიტანოთ ამ ნამუშევრიდან თქვენს რეალურ ცხოვრებაში? როგორ მოახერხებდით ამას?
პროგრამა ემყარება შემდეგ პრინციპებს
ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი - აუცილებელია ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება.
თანმიმდევრულობის პრინციპი - ინტენსიური პროცესის დაწყება მარტივიდან თანმიმდევრული განვითარების კანონის საფუძველზე.
სიახლის პრინციპი - განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უცხო, ახალი მეთოდებით მუშაობა
გაკვეთილის სტრუქტურა
საორგანიზაციო ნაწილი. მთავარი მიზანი - მონაწილე განეწყოს პროცესისთვის, შეიქმნას დადებითი ემოციური განწყობა. მისალმება.
ძირითადი ნაწილი - სამუშაო თემის განხილვა და პრაქტიკული მუშაობა.
სარელაქსაციო სავარჯიშო. ამ ნაწილში ხდება ფიზიკური აქტივობა - ქცევითი რეაქციის რეგულირება, წარმოსახვის განვითარება, ფსიქოემოციური დაძაბულობის მოხსნა.
დასკვნითი ნაწილი. მთავარი მიზანი - მუშაობის პროცესში მიღებული დადებითი ემოციების გამყარება, დაფიქსირება (შესაძლებელია თამაშით). გაკვეთილზე საკუთარი და მეგობრის მოქმედებების ანალიზი. დღის შეჯამება. დამშვიდობების რიტუალლი
მუშაობის დროს გამოიყენება შემდეგი არტ თერაპიული მეთოდები: ხატვა, ძერწვა, ზღაპართერაპია, კოლაჟირება, ქვიშატერაპია, სარელაქსაციო სავარჯიშოები.
მუშაობა მიმდინარეობს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.