top of page

ზოგადი ინგლისური

ასაკი: 11-17

4 თვე

48 გაკვეთილი

3-კერ კვირაში

1.5 საათი

10 მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში

220 ₾

კურსის თვიური ღირებულება

კურსის შესახებ
კურსი მოიცავს ასაკობრივ კატეგორიას : 10-17 წლამდე

მოცემული კურსი გაძლევთ საუკეთესო შესაძლებლობას, რომ თანაბრად და
ხარისხიანად  გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ყველა კომპონენტი დონის
შესაბამისად: გრამატიკა, წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა, ლექსიკა და სწორი
ინტონაციური წარმოთქმა. კურსის განმავლობაში მოსწავლეები გაივლიან
ინგლისური ენის ორ დონეს.

გაკვეთილები ტარდება კომბინირებული მეთოდით ქართველ და უცხოელ (native
speaker) მასწავლებლებთან წინასწარ შედგენილი გრაფიკით. სასწავლო პროცესში
ვიყენებთ Oxford-ისა და Macmillan-ის უახლესი გამოცემის წიგნებსა და მოსასმენ
მასალებს.

კურსის მიმდინარეობისას, მსმენელი წერს როგორც შუალედურ, ასევე ფინალურ
ტესტირებას, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და რეპორტი.
საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს აკადემია დაუფინანსებს ერთ კვირიან
ინგლისური ენის საზაფხულო კურსს დიდ ბრიტანეთში.

დაფინანსების მოპოვება შეუძლია მოსწავლეს, რომელიც ლეველსის აკადემიაში
ისწავლის ზოგადი ინგლისური ენის კურსს 1 სრული აკადემიური წელი. ექნება
საუკეთესო დასწრება და შედეგები შუალედურ-ფინალურ გამოცდებში. 

კონკურსის წესები:

გამარჯვებული გამოვლინდება საერთო რეიტინგული სიიდან მიღებული
შედეგების მიხედვით.

შეფასება მიმდინარეობს 100 ქულიანი სისტემით, რომელიც
შემდეგნაიარად ნაწილდება: საბოლოო გამოცდა – 50 ქულა; შუალედური
გამოცდა 30 ქულა და დასწრება 20 ქულა. გამარჯვებული გამოვლინდება
ორივე დონის საბოლოო შეფასების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის
შედეგად.
რეიტინგები სისტემატიურად გამოქვეყნდება სპეციალურ დაფაზე გამოცდის
დასრულების შემდგომ.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
გამარჯვებულ მოსწავლეს დაუფინანსდება 1 კვირიანი სწავლება დიდ ბრიტანეთში
ზოგადი ინგლისური ენის კურსზე აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში.
დაფინანსებაში შედის:
რეგისტრაცია, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა
(კვირაში 10-15 საათი), კლასგარეშე აქტივობები, სასწავლო მასალებით
უზრუნველყოფა, საცხოვრებელი, საკონსულოში წარსადგენი მოწვევის
წერილი.
დაფინანსება არ მოიცავს: სავიზო და ავიაბილეთების ხარჯებს.
ლეველს აკადემია არ იღებს პასუხისმგებლობას სავიზო პროცედურებზე.

ჩვენ გთავაზობთ სწავლებას ინგლისური ენის  ყველა საფეხურზე:

Beginner - საწყისი
Elementary - ელემენტარული
Pre-Intermediate - საშუალოზე დაბალი
Intermediate - საშუალო
Upper-Intermediate - საშუალოზე მღალი
Advanced - მაღალი
Post-Advanced - პროფესიონალური


დარეგისტრირებული აპლიკანტები წერენ დონის განმსაზღვრელ ტესტს, რის
შედეგადაც ნაწილდებიან შესაბამისი დონის ჯგუფებში.

bottom of page