საკვირაო სკოლა | LEVELS
top of page

ზოგადი
ინგლისური
.

ასაკი: 6-10

1 აკადემიური წელი
 

10

მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში

150

1 თვის ღირებულება

დონის განმსაზღვრელი ტესტი

კურსის შესახებ.

Levels Language Academy გაძლევთ საუკეთესო შესაძლებლობას თქვენმა შვილებმა გაიარონ ზოგადი ინგლისური ენის კომბინირებული კურსი ქართველ და უცხოელ (native speaker) მასწავლებელთან ერთად. კურსი ეხმარება ბავშვებს პატარა ასაკიდან დაიწყონ სწორი ინტონაციით კომუნიკაცია, შეისწავლონ წერა, კითხვა, გრამატიკა და შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა. კურსის განმავლობაში მოსწავლეები გაივლიან ინგლისური ენის ორ დონეს.

 

პროგრამა, რომელიც  შექმნილია 6-10 წლამდე ბავშვებისთვის, არის სახალისო, ინტერაქტიული და ეფექტიანი. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ოქსფორდის უახლესი გამოცემის სახელმძღვანელოებს. ასევე დამატებით სასწავლო მასალას: სახალისო ტექსტებს, საინტერესო სმენით სავარჯიშოებს, ვიდეო ჩვენებებსა და თამაშებს... შესაბამისად, გაკვეთილის პროცესში ბავშვები მაქსიმალურად  ჩართულები და პროდუქტიულები არიან.

 

რეგისტრაციის დროს მოსწავლეების ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკის შესაბამისად. საბოლოო გადანაწილება დონეების მიხედვით მოხდება სწავლის დაწყების პირველ-მეორე გაკვეთილზე. მასწავლებელი გადაანაწილებს ბავშვებს დონეების მიხედვით და დააზუსტებს შეხვედრის საათს.

 

გაკვეთილები ტარდება შემდეგი ფორმატით:

  • 60 წუთი ზოგადი ინგლისური

  • 60 წუთი სასაუბრო ინგლისური

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია.

bottom of page