ფერწერა | LEVELS
top of page

ფერწერა - გრაფიკის
კურსი
.

ასაკი: 16 წლიდან

2-ჯერ კვირაში
120 წუთი

8

მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში

165

1 თვის ღირებულება

კურსის შესახებ.

26.03_edited.jpg

ხელმძღვანელი

ია რევაზიშვილი

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ  ნახატის ყველა კომპონენტს კომპოზიცია, ფორმა, ხაზი, პლასტიკა, სივრცობრივ-მოცულობითი აზროვნება, პერსპექტივა, ტონალური გადაწყვეტა, შესრულების მანერა და ა.შ. ჩამოუყალიბდებათ ზეპირი კონსტრუქციული აზროვნება, სიბრტყობრივ-სივრცობრივი აზროვნება,

 

სწავლების პროცესში მოსწავლეები შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული შეფასებისა და ფერში აზროვნების უნარი. ისინი დაეუფლებიან დაზგურ ფერწერაში მუშაობის საბაზისო საფუძვლებს.

შეეძლებათ: წყლის  საღებავებით, გრაფიკული ფანქრითა და პასტელებით ჩანახატების, ესკიზებისა და ეტიუდების შესრულება. 

შეძლებენ გარფიკული და ფერწერული ტექნიკური შესრულების სრულყოფას და დამოუკიდებლად მუშაობას.

ხატვის კურსს უძღვებიან სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული მხატვარ-პროფესორები, რომლებსაც აქვთ ხატვის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე, არიან ცნობადი და წარმატებული მხატვრები. ხელოვნების აკადემიაში განივითარებთ ნიჭს, შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას, შეისწავლით ხატვის სხვადასხვა ტექნიკას როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე. სასწავლო წლის ბოლოს იმართება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და გაიცემა სერტიფიკატები.

bottom of page