თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების კურსი
„თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“ არის 12-შეხვედრიანი ინტენსიური კურსი, რომელიც ტარდება ყოველ კვირა დღეს, 12:00-დან 14:00 საათამდე. კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, გაანალიზოს და გაერკვეს თანამედროვე ხელოვნების პარადიგმებში, განავითაროს შემოქმედებითი აღქმა და ჩამოიყალიბოს სახელოვნებო დისკურის უნარი.
პროგრამა ფარავს XIX-XX საუკუნის გარდამტეხ ნამუშევრებს, არტისტებს, მიმდინარეობებს (მოდერნიდან-პოსტმოდერნამდე) და მიმოიხილავს დღევანდელ მულტიდისციპლინარულ პრაქტიკას: ფერწერას, ინსტალაციას, პერფორმანსს, ვიდეოარტსა და ციფრულ ხელოვნებას.
კურსი აერთიანებს თეორიულ ლექციებს, პრაქტიკულ ვორკშოპებს, ჯგუფურ დისკუსიებსა და ფინალურ გალერეა/სტუდიო ტურებს. პროგრამა არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ხანგრძლივობა
3 თვე
ასაკ ი
16 წლიდან
გაკვეთილები
კვირაში ერთხელ
ხანგრძლივობა
120 წუთი
კურსის შესახებ
ეს კურსი წარმოადგენს გზამკვლევს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვან სამყაროში. დღეს ხელოვნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ტილოთი ან ქანდაკებით, იგი გახდა გამოცდილება, იდეა და სოციალური დიალოგის ფორმა. სწავლება მიმდინარეობს ყოველ კვირას (12:00 – 14:00 სთ). პროგრამის განმავლობაში განვიხილავთ, თუ როგორ შეცვალა აბსტრაქციამ, პოპ-არტმა, კონცეპტუალიზმმა, პერფორმანსმა და ციფრულმა ტექნოლოგიებმა ხელოვნების აღქმა. სტუდენტები ისწავლიან ნამუშევრების გაანალიზებას, ვიზუალური კოდების ამოცნობას, თეორიული ტექსტების კვლევასა და საკუთარი შემოქმედებითი ხედვის განვითარებას. კურსის დასკვნით ნაწილში მონაწილეები ეწვევიან თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეებსა და სტუდიებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
ხელოვნებით, დიზაინითა და ვიზუალური კულტურით დაინტერესებული პირებისთვის, აბიტურიენტებისთვის, ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მოქმედი ხელოვნებისა და კურატორებისთვის (ასაკი: 16+).
არა. წინასწარი აკადემიური ან პრაქტიკული გამოცდილება სავალდებულო არ არის. კურსი აგებულია ისე, რომ მასალა თანაბრად ხელმისაწვდომია როგორც დამწყებებისთვის, ასევე სასარგებლოა არსებული ცოდნის სისტემატიზაციისთვის.
სტუდენტებს განუვითაროს თანამედროვე ვიზუალური ენის აღქმის, კრიტიკული აზროვნებისა და კონცეპტუალური ანალიზის უნარი; გააცნოს თანამედროვე ხელოვნების ძირითადი ნამუშევრები, არტისტები, მედიუმები, თეორიები და პრაქტიკული ინსტრუმენტები.
სტუდენტი შეიძენს თანამედროვე ხელოვნების პროცესების სიღრმისეულ გაგებას, ხელოვნების ისტორიის წვდომასა და სახელოვნებო კრიტიკული ანალიზის უნარს.
სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა სავალდებულო არ არის. სტუდენტებს გადაეცემათ სპეციალურად კურსისთვის შექმნილი სასწავლო „რიდერები“, საკითხავი და სანახავი მასალები, ხოლო ლექციები ჩატარდება პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში.
მოდული 1 - შესავალი თანამედროვე ხელოვნებაში: ხელოვნება, როგორც გამოცდილება
მოდული 2 - ნახატი, იმიჯი და სიმბოლო
მოდული 3 - ეს ხელოვნებაა! (პოპ-არტი და კონცეპტუალიზმი)
მოდული 4 - ფოტოგრაფია, როგორც მედიუმი
მოდული 5 - ქანდაკება : ობიექტი : ინსტალაცია
მოდული 6 - გრაფიკული ილუსტრაცია : კოლაჟი : ასამბლიაჟი
მოდული 7 - ექსპერიმენტული კინო და ვიდეოარტი
მოდული 8 - არქივიზაცია : დოკუმენტიზაცია
მოდული 9 - პერფორმანსი და სხეულის პოლიტიკა
მოდული 10 - მულტიდისციპლინარული და ციფრული ხელოვნება
მოდული 11 - გამოფენები, ბიენალეები და კურატორობა
მოდული 12 - ფინალური შეხვედრა: ქართული ხელოვნება
მიმართულებები: ფერწერა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია, პერფორმანსი, ვიდეოარტი,
საკურატორო პრაქტიკა და ციფრული ხელოვნება.
განიხილული ხელოვანები და მიმდინარეობები: მარსელ დუშანი, ენდი უორჰოლი,
მარინა აბრამოვიჩი, ჯოზეფ ბოისი, სინდი შერმანი. მიმდინარეობები: აბსტრაქცია,
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, პოპ-არტი, კონცეპტუალიზმი, მინიმალიზმი, Arte
Povera, Land Art და სხვა.
თეორიული ბაზა / ავტორები: ქ. კინწურაშვილი — XX საუკუნის ხელოვნება
(ავანგარდი) (თბილისი, 2019); როლან ბარტი; ვალტერ ბენიამინი — „ხელოვნების
ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში“ და სხვა.