ხატვა და ფერწერა
ეს პროგრამა ბავშვებს აცნობს ხატვისა და ფერწერის საფუძვლებს, კომპოზიციას, პერსპექტივას, ფერებსა და სტილებს. ამასთან, კურსი ხელს უწყობს შემოქმედებითობასა და თვითგამოხატვას. გამოცდილი მხატვრების ხელმძღვანელობით, სტუდენტები ძლიერ ტექნიკურ უნარებს იძენენ და თავიანთ ნამუშევრებს საბოლოო გამოფენაზე წარმოადგენენ.
ხანგრძლივობა
1 აკადემიური წელი
ასაკი
5 - 8 წელი
გაკვეთილები
ერთხელ კვირაში
ხანგრძლივობა
60 წუთი
კურსის შესახებ
ლეველს აკადემიის ხატვისა და ფერწერის კურსი მოსწავლეებს აცნობს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას.კურსზე მოსწავლეები შეისწავლიან ხატვის ძირითად ფორმებს, ფერებს, მათ კომბინაციებს, ტექნიკურ უნარებს.
კურსი შედგება 32 შეხვედრისგან, სადაც თითოეულ შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ განსხვავებულ თემებს, შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს, როგორიცაა მათემატიკური ფიგურების, ადამიანების, ცხოველების ხატვა. ბავშვები შეიმუშავებენ საკუთარ სტილს, შეძლებენ ადვილად გამოხატონ საკუთარი ემოცია და შექმნიან პერსონალურ ნამუშევარი გამოფენისთვის.
სასწავლო წლის ბოლოს სტუდენტები მონაწილეობენ თავიანთი ნამუშევრების დასკვნით გამოფენაში და იღებენ დასრულების ოფიციალურ სერტიფიკატს.
კურსის მიზანია 5- დან 8 წლამდე ბავშვებისთვის შემოქმედებითი უნარების განვითარება. სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ ბავშვები მიიღებენ ცოდნას ხატვის სხვადასხვა ტექნიკისა და სტილის შესახებ, რაც დაეხმარება მათ ტექნიკური უნარების განვიტარებაში, საკუთარი ემოციების და აზრების გადმოცემაში. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
-
პროგრამა სრული აკადემიური წლის განმავლობაში მიმდინარეობს, თვეში 4 გაკვეთილი.
-
გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება, თითოეული 60 წუთიანი.
-
ჯგუფები ორგანიზებულია როგორც ასაკის, ასევე უნარების დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები სწავლობენ მსგავსი შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად, ამავდროულად, იღებენ მათი მხატვრული განვითარების დონის შესაბამის ხელმძღვანელობას.
ხატვის კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი მხატვრები, რომლებიც არიან ათეულობით გამოფენის მონაწილეები საქართველოში და საქართველოს გარეთ, ასევე აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ხატვის სწავლების სფეროში.
-
სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, მოსწავლეს მიეცემათ შესაძლებლობა სხვებს გაუზიარონ საკუთარი შემოქმედება. გამოფენაში მონაწილეებს მათი მიღწეული შედეგებისათვის გადაეცემათ სერტიფიკატი.
-
თითოეული მონაწილე იღებს კურსის დასრულების სერტიფიკატს, რომელიც მათი პროგრესისა და მხატვრული მიღწევების აღიარებას წარმოადგენს.
-
სემესტრი I
შეხვედრა 1: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნების სამყაროში!
რა არის ხელოვნება? სხვადასხვა ხელოვნების სახეობების გაცნობა
ფერებით თამაში: ძირითადი და მეორადი ფერების შესწავლა
პრაქტიკული დავალება: სასურველი სურათის შექმნა და ფერების შერევის ექსპერიმენტი.
შეხვედრა 2: ბუნება
ბუნების ნახატის შექმნა ხეების, ყვავილების და მზის ხატვა.
შეხვედრა 3: ხატვის საფუძვლები – ფიგურები და ხაზები
როგორ ვხატოთ მარტივი ფიგურებით (წრე, კვადრატი, სამკუთხედი)
ხაზების შესწავლა (ტალღოვანი, ზიგზაგი, სპირალი და ა.შ.)
პრაქტიკული დავალება: საყვარელი ცხოველის ან პერსონაჟის დახატვა ფიგურების საშუალებით.
შეხვედრა 4: ცხოველები
მარტივი ცხოველების ხატვა.
შეხვედრა 5: პლასტელინით ძერწვა
პლასტელინით პატარა ცხოველის ან ნივთის ძერწვა.
შეხვედრა 6: აკვარელის ხატვა
ფუნჯის სწორად გამოყენება
აკვარელის ტექნიკების შესწავლა (სველი-სველზე, მშრალი ფუნჯი, შხეფების ტექნიკა)
პრაქტიკული დავალება: ცის ნახატი აკვარელით
შეხვედრა 7: ადამიანის ფიგურა
ადამიანის ფიგურების შექმნის წესი.მარტივი ფიგურებით ხატვა.
შეხვედრა 8: კოლაჟი და შერეული მასალები
რა არის კოლაჟი? ტექსტურებისა და გამოსახულებების კომბინირება
ხატვის, ფერწერის და ქაღალდის ხელოვნების შერწყმა
პრაქტიკული დავალება: ბუნების თემაზე კოლაჟის შექმნა.
შეხვედრა 9: მიღებული შთაბეჭდილებების ფურცელზე გადმოტანა
ანიმაციის ან საბავშვო ფილმის ჩვენება და ემოციების ფურცელზე გადმოტანა ნახატის სახით.
შეხვედრა 10: რეალიზმი
რეალისტური ხატვის სწავლა ფანქარში და წყლის საღებავში.რეალისტური თემების დახატვა (მაგ.ვაშლი,ყვავილი,თოჯინა და სხვა)
შეხვედრა 11: ხელნაკეთობები – ქაღალდის საოცრებები!
ქაღალდის ჭრა, კეცვა და ფორმის მიცემა
პრაქტიკული დავალება: ქაღალდისგან ცხოველების ან ნიღბების შექმნა ან თემატური სადღესასწაულო განწყობისთვის.
შხვედრა 12: საახალწლო ნახატი
საახალწლო ნატურმორტი/ცნობილი ნამუშევარის რეფერენსი/თავისუფალი ნამუშევარი საახალწლო თემაზე.
შეხვედრა 13: გარემოს პეიზაჟების შექმნა
გარემოს სივრცის შექმნა.სეზონური პეიზაჟი.
შეხვედრა 14: თიხა და სკულპტურა
რა არის სკულპტურა? 3D ხელოვნების შესწავლა
თიხის ფორმირება (გორგოლაჭი, პინჩინგი, მოდელირება)
პრაქტიკული დავალება: თიხისგან პატარა ცხოველის ან ნივთის შექმნა
შეხვედრა 15: ისტორიული და კულტურული პერსონაჟები
ისტორიული და კულტურული პერსონაჟების გაცნობა/ დახატვა.
შეხვედრა 16: ბეჭდვა და შტამპების ხელოვნება
კოლაჟის ტექნიკა და ტექსტურები
სხვადასხვა საგნების გამოყენება (ფოთლები, ღრუბლები, ბოთლის თავსახურები)
პრაქტიკული დავალება: საკუთარი აპლიკაციის შექმნა და კოლაჟის ტექნიკის გამოყენება.
შეხვედრა 17: ეროვნული სიმბოლოები
ქვეყნის ეროვნული სიმბოლოების გაცნობა/ხატვაII სემესტრი
შეხვედრა 18: ცნობილი მხატვრების აღმოჩენა
ვინ იყვნენ ვან გოგი, პიკასო, ფიროსმანი?
სხვადასხვა ხელოვნების სტილის გაცნობა
პრაქტიკული დავალება: ცნობილი ნახატის შექმნა საკუთარი ინტერპრეტაციით.
შეხვდრა 19: თიხის მოხატვა.
შეხვედრა 20: ზღვა და წყლის თემატიკა.
ზღვის და წყლის ცხოველები ხატვა.
შეხვედრა 21: ამბის თხრობა ხელოვნებით.
როგორ შეიძლება ნახატმა ამბავი გადმოსცეს.ემოციებისა და გამომეტყველების ხატვა.
პრაქტიკული დავალება: პატარა ილუსტრირებული ისტორიის ან კომიქსის შექმნა.
შეხვედრა 22: პლასტელინით ძერწვა: სააღდგომო ნივთები გამოძერწვა.
შეხვედრა 23: აბსტრაქციის გაცნობა აბსტრაქტული ნახატების შექმნა.
შეხვედრა 24: წარმოსახვითი სამყარო – კრეატიული ხელოვნება
წარმოსახვის განვითარება და ფანტაზიის ხელოვნება ბავშვის ოცნების სამყაროს დახატვა (მაგიური ქვეყნები, კოსმოსი, ზღაპრული არსებები).
შეხვედრა 25: ჯგუფური ნახატის შექმნა დიდ ფორმატზე საერთო ჯგუფური ნამუშევარის შექმნა.
შეხვედრა 26: ჩემი შედევრი – თავისუფალი შემოქმედება ბავშვის საყვარელი ტექნიკის არჩევა (ხატვა, ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა).
პრაქტიკული დავალება: საკუთარი "შედევრის" შექმნა კურსის დასკვნითი გამოფენისთვის.
შეხვედრა 27: ქართველი მხატვარი ფიროსმანი:
მხატვრების სტილში ხატვა.
შეხვედრა 28: პოპ არტი.
მოსწავლეები ქმნიან ნახატს,ხატავენ ცნობილი საყვარელი წიგნის ან მულტფილმის პერსონაჟს პოპ არტის სტილში.
შეხვედრა 29: ეგვიპტური მხატვრობა.
ეცნობიან ეგვიპტური ხელოვნების ისტორიას, სტილს და ტექნიკას.
შეხვედრა 30: პორტრეტი:
„ჩემი პორტრეტი“მოსწავლეები ხატავენ საკუთარ სახეს,სწავლობენ პორტრეტის აგების საფუძვლებს.
შეხვედრა31: ცხოველების ხატვა.
ცხოველების სხვადასხვა პოზებში ხატვა.
შეხვედრა 32: გამოფენა და სერტიფიკატების გადაცემა
ბავშვების ნამუშევრების გამოფენა.
ნამუშევრების განხილვა და გამოცდილების გაზიარება
სერტიფიკატების გადაცემა და მხიარული დასკვნითი შეხვედრა.
რეგისტრაცია
სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ Levels Academy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიღწევებსა და პროგრესს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. 🎓✅

რატომ ლეველს აკადემია?
მორგებული სწავლა ყველა საჭიროებისთვის
ჩვენი კურსები მორგებულია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ზრდასრულებისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის, რათა თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს საკუთარ მიზნებზე მორგებული სასწავლო პროგრამა.
ექსპერტი ტრენერები და გამოცდილი მეთოდები
ჩვენი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები იყენებენ ინტერაქტიულ, შედეგზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს, რომლებიც პრაქტიკული ენის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
უსაფრთხო სასწავლო გარემო
ჩვენ ვქმნით დადებით სასწავლო გარემოს, სადაც ბმოსწავლეები თავს კომფორტულად გრძნობენ, მოტივირებულად და დიდი ინტერესით სწავლობენ.