top of page

ხატვა & ფერწერა

ეს პროგრამა ეხმარება მოზარდებს დაეუფლონ ხატვისა და ფერწერის საფუძვლებსა და ტექნიკას, ამავდროულად განავითარონ საკუთარი მხატვრული სტილი. პროფესიონალი მხატვრების ხელმძღვანელობით, მონაწილეები იკვლევენ როგორც კლასიკურ სავარჯიშოებს, ასევე შემოქმედებით პროექტებს, რაც მთავრდება საბოლოო გამოფენითა და სერტიფიკატით.

ხანგრძლივობა
1 აკადემიური წელი

ასაკი
13 - 18 წელი

გაკვეთილები
ორჯერ კვირაში

ხანგრძლივობა
90 წუთი

კურსის შესახებ

ლეველს აკადემიის ხატვისა და ფერწერის კურსი მოსწავლეებს სთავაზობს, გაეცნონ ხატვის ყველა კომპონენტს როგორიცაა, კომპოზიცია, ფორმა, ხაზი, სივრცობრივი-მოცულობითი აზროვნება, პერსპექტივა, ტონალური გადაწყვეტა, შესრულების მანერა. პრეზენტაციის სახით მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ყველა ახალი თემის მნიშვენელობას,მის წარმოშობას, ტექნიკას, ცნობილ მხატვრებს და მათ ნამუშევრებს.


სასწავლო წლის ბოლოს სტუდენტები მონაწილეობენ თავიანთი ნამუშევრების დასკვნით გამოფენაში და იღებენ დასრულების ოფიციალურ სერტიფიკატს.

    • პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება,

    • კრიტიკული შეფასებისა და ფერში აზროვნების შესაძლებლობა,

    • გრაფიკული და ფერწერული ტექნიკის შესწავლა,

    • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა,

    • თანამედროვე ხელოვნების გაცნობა,

    • მხატვრული ტენდენციების, სტილების და კონცეფციების შესწავლა, 

    • ინდივიდუალური პერსპექტივის შექმნა ვიზუალური ხელოვნების სფეროში.

    • მოსწავლეებში ხელოვნების ცოდნისა და ინტერესის ამაღლება.

    • სწავლება ეფუძნება ეტაპობრივ აკადემიურ მიდგომას, რომელსაც ავსებს შემოქმედებითი პროექტები.

    • სტუდენტები მუშაობენ როგორც კლასიკურ სავარჯიშოებზე (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი), ასევე დამოუკიდებელ, წარმოსახვით პროექტებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მხატვრები.

    • ცნობილი მხატვრების (მაგ., კლოდ მონე, ვინსენტ ვან გოგი, რენე მაგრიტი, სალვადორ დალი, ნიკო ფიროსმანი) ნამუშევრების საცნობარო შესწავლა.

    • ხელოვნების ისტორიის ინტეგრაცია პრაქტიკასთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიგონ მხატვრული სტილის ევოლუცია და ამავდროულად გამოიყენონ ისინი საკუთარ ნამუშევრებში.

    • პროგრამა სრული აკადემიური წლის განმავლობაში მიმდინარეობს, თვეში 8 გაკვეთილი.

    • გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება, თითოეული 90 წუთიანი.

  • ჯგუფები ორგანიზებულია როგორც ასაკის, ასევე უნარების დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები სწავლობენ მსგავსი შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად, ამავდროულად, იღებენ მათი მხატვრული განვითარების დონის შესაბამის ხელმძღვანელობას.

  • ხატვის კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი მხატვრები, რომლებიც არიან ათეულობით გამოფენის მონაწილეები საქართველოში და საქართველოს გარეთ, ასევე აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ხატვის სწავლების სფეროში.

    • სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, მოსწავლეს მიეცემათ შესაძლებლობა სხვებს გაუზიარონ საკუთარი შემოქმედება. გამოფენაში მონაწილეებს მათი მიღწეული შედეგებისათვის გადაეცემათ სერტიფიკატი.

    • თითოეული მონაწილე იღებს კურსის დასრულების სერტიფიკატს, რომელიც მათი პროგრესისა და მხატვრული მიღწევების აღიარებას წარმოადგენს.

  • სემესტრი I
    1. ნატურმორტი: შტრიხები, ხაზები, შუქჩრდილები და პერსპექტივის ძირითადი პრინციპები.გრაფიკული და  ფერწერული ტექნიკის შესწავლა.
    2.ცნობილი მხატვრები: ნატურმორტის წარმოშობის ისტორია და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გაცნობა და  რეფერენსების გადახატვა.
    3.შემოდგომის პეიზაჟი: გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში.მოსწავლეები იმუშავებენ შემოდგომის თემატიკაზე პლენერზე.ხატავენ პეიზაჟს,სწავლობენ როგორ დახატონ ბუნება, ხეები და მცენარეები.
    4.კომპოზიციის საფუძვლები: კომპოზიციაში ნივთის,ფერის და ფორმის წონასწორობა.
    5.პორტრეტი: სიბრტყეებიანი და თაბაშირის თავის ხატვა.პორტრეტების შექმნის უნარების განვითარება.
    6. საახალწლო ნახატი: საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევარი.

  • II სემესტრი
    7.თანამედროვე ხელოვნება: თანამედროვე მხატვრობის კრიტერიუმები და ტენდენციები
    8.სააღდგომო ნატურმორტი: ნატურმორტების შექმნა სააღდგომო თემაზე.
    9.ილუსტრაცია: საყვარელი წიგნების პერსონაჟების ვიზუალიზაცია.
    10.ქართული ხელოვნება: ქართული მხატვრობის და არქიტექტურის ისტორია.ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გაცნობა რეფერენსების გადახატვა.
    11.აბსტრაქცია:მოსწავლეები გაეცნობიან აბცტრაქციის არსს, მის სახეებსა და მნიშვნელობას.დაათვალიერებენ აბსტრაქტული მხატვრობის ცნობილ ნიმუშებს(მაგ.კანდინსკი,მონდრიანი,მალევიჩი,ლისკიცკი,როტკო).შეასრულებენ საკუთარ აბსტრაქციულ ნამუშევარს.

რეგისტრაცია

ფილიალი
კურსი

სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ Levels Academy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიღწევებსა და პროგრესს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. 🎓✅

certificate1.png

რატომ ლეველს აკადემია?

მორგებული სწავლა ყველა საჭიროებისთვის
ჩვენი კურსები მორგებულია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ზრდასრულებისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის, რათა თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს საკუთარ მიზნებზე მორგებული სასწავლო პროგრამა.

ექსპერტი ტრენერები და გამოცდილი მეთოდები
ჩვენი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები იყენებენ ინტერაქტიულ, შედეგზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს, რომლებიც პრაქტიკული ენის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

უსაფრთხო სასწავლო გარემო
ჩვენ ვქმნით დადებით სასწავლო გარემოს, სადაც ბმოსწავლეები თავს კომფორტულად გრძნობენ, მოტივირებულად და დიდი ინტერესით სწავლობენ.

bottom of page