top of page

ხატვა და ფერწერა

ეს პროგრამა ბავშვებს აცნობს ხატვისა და ფერწერის საფუძვლებს, კომპოზიციას,  პერსპექტივას, ფერებსა და სტილებს. ამასთან, კურსი ხელს უწყობს შემოქმედებითობასა და თვითგამოხატვას. გამოცდილი მხატვრების ხელმძღვანელობით, სტუდენტები ძლიერ ტექნიკურ უნარებს იძენენ და თავიანთ ნამუშევრებს საბოლოო გამოფენაზე წარმოადგენენ.

ხანგრძლივობა
1 აკადემიური წელი

ასაკი
9 -12 წელი

გაკვეთილები
ორჯერ კვირაში

ხანგრძლივობა
90 წუთი

კურსის შესახებ

ლეველს აკადემიის ხატვისა და ფერწერის კურსი მოსწავლეებს სთავაზობს, გაეცნონ ხატვის ყველა კომპონენტს როგორიცაა, კომპოზიცია, ფორმა, ხაზი, სივრცობრივი-მოცულობითი აზროვნება, პერსპექტივა, ტონალური გადაწყვეტა, შესრულების მანერა. პრეზენტაციის სახით მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ყველა ახალი თემის მნიშვენელობას,მის წარმოშობას, ტექნიკას, ცნობილ მხატვრებს და მათ ნამუშევრებს.


სასწავლო წლის ბოლოს სტუდენტები მონაწილეობენ თავიანთი ნამუშევრების დასკვნით გამოფენაში და იღებენ დასრულების ოფიციალურ სერტიფიკატს.

    • პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება,

    • კრიტიკული შეფასებისა და ფერში აზროვნების შესაძლებლობა,

    • გრაფიკული და ფერწერული ტექნიკის შესწავლა,

    • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა,

    • თანამედროვე ხელოვნების გაცნობა,

    • მხატვრული ტენდენციების, სტილების და კონცეფციების შესწავლა, 

    • ინდივიდუალური პერსპექტივის შექმნა ვიზუალური ხელოვნების სფეროში.

    • მოსწავლეებში ხელოვნების ცოდნისა და ინტერესის ამაღლება.

    • სწავლება ეფუძნება ეტაპობრივ აკადემიურ მიდგომას, რომელსაც ავსებს შემოქმედებითი პროექტები.

    • სტუდენტები მუშაობენ როგორც კლასიკურ სავარჯიშოებზე (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი), ასევე დამოუკიდებელ, წარმოსახვით პროექტებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მხატვრები.

    • ცნობილი მხატვრების (მაგ., კლოდ მონე, ვინსენტ ვან გოგი, რენე მაგრიტი, სალვადორ დალი, ნიკო ფიროსმანი) ნამუშევრების საცნობარო შესწავლა.

    • ხელოვნების ისტორიის ინტეგრაცია პრაქტიკასთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიგონ მხატვრული სტილის ევოლუცია და ამავდროულად გამოიყენონ ისინი საკუთარ ნამუშევრებში.

    • პროგრამა სრული აკადემიური წლის განმავლობაში მიმდინარეობს, თვეში 8 გაკვეთილი.

    • გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება, თითოეული 90 წუთიანი.

  • ჯგუფები ორგანიზებულია როგორც ასაკის, ასევე უნარების დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები სწავლობენ მსგავსი შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად, ამავდროულად, იღებენ მათი მხატვრული განვითარების დონის შესაბამის ხელმძღვანელობას.

  • ხატვის კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი მხატვრები, რომლებიც არიან ათეულობით გამოფენის მონაწილეები საქართველოში და საქართველოს გარეთ, ასევე აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ხატვის სწავლების სფეროში.

    • სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, მოსწავლეს მიეცემათ შესაძლებლობა სხვებს გაუზიარონ საკუთარი შემოქმედება. გამოფენაში მონაწილეებს მათი მიღწეული შედეგებისათვის გადაეცემათ სერტიფიკატი.

    • თითოეული მონაწილე იღებს კურსის დასრულების სერტიფიკატს, რომელიც მათი პროგრესისა და მხატვრული მიღწევების აღიარებას წარმოადგენს.

  • სემესტრი I

    ​1.გაცნობითი გაკვეთილი ნატურმორტი: სიღრმისეულად განვიხილავთ ფერების, ფორმების და ხატვის ძირითად საფუძვლებს.
    2. ცნობილი მხატვრის აღმოჩენა: ვანგოგის ნამუშევრების მიხედვით ბავშვები ხატავენ ინდივიდუალურ ნამუშევრებს.
    3.ჩემი შედევრი:თავისუფალი ნამუშევარი,რომელიც შეიძლება იყოს ნახატი,ნამუშევარი შერეული ტექნიკით ან კოლაჟი.
    4. პოპ არტი: მოსწავლეები ქმნიან ნახატს ცნობილი საყვარელი წიგნის ან მულტფილმის პერსონაჟს პოპ არტის  სტილში.
    5. პორტრეტი: „ჩემი პორტრეტი“მოსწავლეები ხატავენ საკუთარ სახეს,სწავლობენ პორტრეტის აგების საფუძვლებს.
    6. საახალწლო ნახატი: საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევარი.

  • II სემესტრი

    ​7. ქართული ხელოვნება:ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების,სტილის და ტექნიკის გაცნობა.რეფერენსების შესრულება.
    8. პეიზაჟი: გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში.მოსწავლეები იმუშავებენ შემოდგომის თემატიკაზე პლენერზე.ხატავენ პეიზაჟს,სწავლობენ როგორ დახატონ ბუნება, ხეები და მცენარეები.
    9. წარმოსახვითი სამყარო: მოსწავლეები ქმნიან ხელოვნებას თავისი ფანტაზიის მეშვეობით.
    10. თიხის ჭურჭელის მოხატვა: მოსწავლეები შეისწავლიან როგორ უნდა მოხატონ ინდივიდუალური თიხის ნამუშევრები.
    11. ეგვიპტური მხატვრობა: ეცნობიან ეგვიპტური ხელოვნების ისტორიას, სტილს და ტექნიკას.

რეგისტრაცია

სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ Levels Academy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიღწევებსა და პროგრესს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. 🎓✅

certificate1.png
bottom of page