ლეველს აკადემია
კემბრიჯის ოფიციალური საგანმანათლებლო პარტნიორია
კურსის შესახებ
ზოგადი ინგლისურის კურსი დაგეხმარებათ, რომ ინგლისური ენა საფუძვლიანად აითვისოთ. სწავლება მიმდინარეობს ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ მასწავლებლებთან. პროგრამა თანაბრად ავითარებს კითხვის, წერის, გრამატიკისა და ლექსიკის უნარებს. ასევე, გაკვეთილები ეთმობა საუბრის, გამოთქმისა და კომუნიკაციის პრაქტიკას იმისათვის, რომ ყოველდღიურ სიტუაციებში თავისუფლად და ბუნებრივად შეძლოთ საუბარი ინგლისურ ენაზე.
კურსის საფასურში შედის: ასაკისთვის შესაბამისი Cambridge University Press-ის სახელმძღვანელოები და Cambridge-ის პლატფორმაზე წვდომა, ასევე საინტერესო რესურსები - ტექსტები, მოსასმენი სავარჯიშოები, ვიდეოები და ინტერაქტიული აქტივობები. გაკვეთილები გრძელდება 2 საათი და ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე აკადემიაში (ადგილზე). ჯგუფები იქმნება დონის მიხედვით და მაქსიმუმ 6 სტუდენტით, რაც უზრუნველოყოფს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურ ყურადღებას, მაღალ ჩართულობასა და თვალსაჩინო პროგრესს.
-
ყველა ენობრივი უნარის განვითარება: კითხვა, წერა, გრამატიკა, ლექსიკა და დამოუკიდებლად სწავლის უნარები.
-
გაუმჯობესებული გამოთქმა, ინტონაცია და კომუნიკაციის უნარები.
-
-
ინოვაციური და ასაკის შესაბამისი Cambridge University Press-ის სახელმძღვანელოები და Cambridge-ის პლატფორმაზე წვდომა.
-
საინტერესო სასწავლო რესურსები: სახალისო ტექსტები, მოსასმენი სავარჯიშოები, ვიდეოები და ინტერაქტიული თამაშები.
-
მასალები და აქტივობები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს აქტიური მონაწილეობა და მაქსიმალური ჩართულობა ყველა გაკვეთილზე.
-
-
კურსი იწყება 1 მარტს.
-
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე.
-
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი, კვირაში ორჯერ.
-
დილის ჯგუფი 11;00-13;00/საღამო 19;00-21;00 საათი.
-
ხელმისაწვდომია ონლაინ ან აკადემიაში (ადგილზე).
-
-
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი ჩვენს ვებსაიტზე.
-
შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.
-
გაიარეთ განმსაზღვრელი ტესტი თქვენი დონის დასადგენად.
-
დაადასტურეთ რეგისტრაცია ადმინისტრაციასთან.
ჯგუფები შეზღუდულია მაქსიმუმ 6 სტუდენტით, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას და ეფექტურ სწავლებას.
-
კურსი მოიცავს გაკვეთილებს ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ მასწავლებლებთან.
-
ქართველი მასწავლებელი: ზოგადი ინგლისური - კითხვა, წერა, გრამატიკა და ლექსიკა.
-
"Native" ინგლისურენოვანი მასწავლებელი: საუბარი - გამოთქმა, კომუნიკაცია და თავდაჯერებულობის განვითარება.
-
რეგისტრაცია
სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ Levels Academy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიღწევებსა და პროგრესს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. 🎓✅


