top of page

ზოგადი ინგლისური ბავშვებისთვის

ქართველი და ინგისურის მშობლიურენოვანი 'ნეითივ' მასწავლებლების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ასაკთან შესაბამისი მასალებისა და აქტივობების საშუალებით ავითარებს ინგლისური ენის ყველა ძირითად უნარს — კითხვას, წერას, გრამატიკას, ლექსიკას და საუბარს.

ხანგრძლივობა
1 აკადემიური წელი

ასაკი
6 - 10 წელი

გაკვეთილები
ორჯერ კვირაში

ხანგრძლივობა
60 წუთი

About the Course

ლეველს აკადემიაში 6–10 წლის მოსწავლეების ზოგადი ინგლისურის კურსი უნიკალური პროგრამაა, რომელიც აკადემიურ მიდგომასა და გასართობ აქტივობებს აერთიანებს. კურსს ხელმძღვანელობენ გამოცდილი ქართველი  და ინგლისურის მშობლიურენოვანი 'ნეითივ'  ინსტრუქტორები, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ მიდგომას როგორც ინგლისური ენის გრამატიკის, ისე ბუნებრივი საუბრით პრაქტიკის.

სრული აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლეები ავითარებენ ყველა აუცილებელ კომპონენტს — კითხვას, წერას, გრამატიკასა და კომუნიკაციას — იძენენ თავდაჯერებულობასა და ინდივიდუალური შესწავლის ჩვევებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მიდგომებზე დაფუძნებული ინოვაციური მეთოდოლოგიისა და ინტერაქტიული გაკვეთილების მეშვეობით, ეს კურსი ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას ინგლისურში საფუძვლიანი პროგრესის მისაღწევად.

    • ენის ყველა უნარის განვითარება: კითხვა, წერა, გრამატიკა, ლექსიკა და ინდივიდუალურობის უნარები.

    • კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, სწორ გამოთქმასა და ინტონაციაზე განსაკუთრებული ყურადღებით.

    • პრაქტიკა ინტერაქტიულ და გასართობ აქტივობებში: მოსმენითი დავალებები, თამაშები, ვიდეოები და სახალისო ტექსტები.

    • პროგრესის შეფასება და მასწავლებლის უკუკავშირი.

    • პროგრამის განმავლობაში ბავშვები ასრულებენ ინგლისური ენის ორ დონეს, რაც უზრუნველყოფს როგორც აკადემიურ, ისე სასასუბრო ინგლისურის თვალსაჩინო პროგრესს.

    • Cambridge University Press-ის ინოვაციური და ბავშვებზე მორგებული სასწავლო წიგნები.

    • სასწავლო რესურსების ფართო არჩევანი: გასართობი ტექსტები, მოსმენითი სავარჯიშოები, ვიდეოები და ინტერაქტიული თამაშები.

    • მასალები, რომლებიც მორგებულია გაკვეთილების განმავლობაში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

    • პროგრამა მიმდინარეობს სრული აკადემიური წლის განმავლობაში.

    • გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ (თვეში 8 გაკვეთილი).

    • თითო გაკვეთილი 60-წუთიანია; თითო სესია მოიცავს ზედიზედ ორ გაკვეთილს (სულ 120 წუთი).

    • მოსწავლეებს შეუძლიათ კურსს შეუერთდნენ აკადემიური წლის ნებისმიერ დროს.

    • საწყისი დაჯგუფება ასაკსა და მშობლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება.

    • პირველი 2–3 სესიის განმავლობაში მასწავლებლები ყურადღებით აკვირდებიან მოსწავლეებს, რომ განსაზღვრონ მათი ენის ცოდნის დონე და სასწავლო საჭიროებები.

    • შემდეგ ბავშვები გადანაწილდებიან მათთვის ყველაზე შესაფერის ჯგუფში.

    • მშობლებს ადმინისტრაცია აცნობებს საბოლოო განრიგსა და ჯგუფში გადანაწილების შესახებ.

    • 60 წუთი ზოგად ინგლისურზე ქართველ მასწავლებელთან (ფოკუსი: კითხვა, წერა, გრამატიკა და ლექსიკა).

    • 60 წუთი საუბრით ინგლისურზე ინგლისურის მშობლიურენოვან მასწავლებელთან (ფოკუსი: საუბარი, სწორი გამოთქმა).

    • პროგრამა მოიცავს 2 შუალედურ და 2 ფინალურ ტესტს.

    • მშობლები იღებენ:
      – შუალედური ტესტების ნამუშევრებს პროგრესის შესაფასებლად.
      – საბოლოო გამოცდის შედეგებს და მასწავლებლის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს ელფოსტაზე.
      – რეგულარულ ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებთან შეხვედრების დანიშვნის შესაძლებლობას.

    • კურსის დასასრულს წარმატებული მოსწავლეები იღებენ სერტიფიკატს.

რეგისტრაცია

სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ Levels Academy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიღწევებსა და პროგრესს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. 🎓✅

certificate1.png

საოჯახო ფასდაკლება

-10%

დაარეგისტრირეთ ოჯახიდან ერთზე მეტი წევრი და ისარგებლეთ სპეციალური ფასდაკლებით! ერთად სწავლა ბევრად უფრო საინტერესო და ეფექტურია.

სტუდენტური ფასდაკლება

-10%

სტუდენტი ხართ? მიიღეთ ექსკლუზიური ფასდაკლება ჩვენს კურსებზე.

მეგობრული ფასდაკლება

-10%

სწავლა მეგობრებთან ერთად უკეთესია! მოიწვიეთ მეგობარი, რომ შემოუერთდეს კურსს და თქვენ ორივეს მოგენიჭებათ ფასდაკლება დარეგისტრირებისას.

გაიგე შენი
ინგლისურის დონე

გაიარეთ ჩვენი სწრაფი და უფასო ინგლისური ენის ტესტი, შეაფასეთ თქვენი ენის ცოდნის დონე და გაიგეთ, რომელი კურსი შეგეფერებათ! 🚀

quiz.png

რატომ ლეველს აკადემია?

მორგებული სწავლა ყველა საჭიროებისთვის
ჩვენი კურსები მორგებულია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ზრდასრულებისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის, რათა თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს საკუთარ მიზნებზე მორგებული სასწავლო პროგრამა.

ექსპერტი ტრენერები და გამოცდილი მეთოდები
ჩვენი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები იყენებენ ინტერაქტიულ, შედეგზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს, რომლებიც პრაქტიკული ენის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

უსაფრთხო სასწავლო გარემო
ჩვენ ვქმნით დადებით სასწავლო გარემოს, სადაც ბმოსწავლეები თავს კომფორტულად გრძნობენ, მოტივირებულად და დიდი ინტერესით სწავლობენ.

bottom of page