საზაფხულო სკოლა კინგსტონში
კინგსტონი ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სიცოცხლით სავსე და გამწვანებული უბანია - მდინარე ტემზას ნაპირზე, ჩარინგ-კროსიდან სულ რაღაც 10 მილის დაშორებით. ახლოს არის სამეფო მემკვიდრეობის ერთ-ერთი სიმბოლო - ჰემპტონ კორტის სასახლე; კამპუსთან მდებარეობს პარკები, ხოლო ცოცხალი სანაპირო ზოლი სავსეა კაფეებით და რესტორნებით. ასევე, კინგსტონი გამოირჩევა შესანიშნავი შოპინგით: არის ცნობილი ბრენდების მაღაზიები, ასევე ისტორიული ბაზრობა, რომელიც 800 წელზე მეტია მოქმედებს. კინგსტონი არის ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო, შვიდი და უსაფრთხო უბანია ვიზიტორებისთვის.
სასწავლო შენობა არის განთავსებული რიჩმონდ პარკსა და უიმბლდონ ქომონს შორის, უნივერსიტეტის ულამაზეს კამპუსში თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბაღებითა და მწვანე სივრცეებით. ფეხით სავალ მანძილზეა: ჩოგბურთის მოედნები, რესტორნები, კაფეები და კომფორტული სოციალური სივრცეები. უფასო ტრანსფერები აკავშირებს კამპუსს უახლოეს სადგურთან და ქალაქის ცენტრთან, ხოლო ცენტრალური ლონდონი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაახლოებით 30 წუთშია.
- Error: empty slot
საცხოვრებელში განთავსება ხდება ერთადგილიან საძინებლებში, ინდივიდუალური აბაზანით, 6-8-ოთახიან აპარტამენტებში. თითოეულ აპარტამენტში არის პატარა სამზარეულო და საერთო მოსასვენებელი სივრცე.
-
კამპუსის ირგვლივაა მწვანე ზონები და ბაღები
-
კამპუსის ტერიტორიაზეა ჩოგბურთის მოედნები
-
უფასო Wi-Fi
-
ადგილზე მაღაზია და ბანკომატი
-
კამპუსის ტერიტორიაზეა ავტობუსის გაჩერება და უფასო ტრანსფერები
-
24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა (CCTV)
-


აქტივობები
ეს არის სტანდარტული აქტივობები, რომლებზეც ზაფხულის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაესწროს ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.






















