საზაფხულო სკოლა ნიუ-იორკში
საზაფხულო სკოლა მდებარეობს St. John’s University-ის ქუინსის კამპუსში და გთავაზობთ კლასიკური ამერიკული კოლეჯის გამოცდილებას უსაფრთხო, მყუდრო გარემოში - ნიუ-იორკის გულში. სტუდენტები ცხოვრობენ თანამედროვე უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც ბევრი სივრცეა დასვენებისთვის, სწავლისთვის და სოციალიზაციისთვის: ღია მწვანე ზონა Great Lawn-ით და მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურით - მოედნებით, კორტებითა და სტადიონები.
ყოველდღიური ცხოვრება კამპუსზე ძალიან კომფორტული და მარტივია: საცხოვრებელი ახლოს არის დიდ, თანამედროვე კაფეტერიასთან მრავალფეროვანი არჩევნია, ხოლო კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა საჭირო ობიექტი ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მანჰეტენამდე მისვლა მარტივია, რაც საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ დღის ექსკურსიები და ნიუ-იორკის სრულყოფილი გამოცდილება მივიღოთ. ამერიკული კოლეჯის ცხოვრება, აქტივობები და ქალაქის თავგადასავლები ერთ დაუვიწყარ ზაფხულში.
- Error: empty slot
St. John’s University გთავაზობთ აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელს, სადაც თითო აპარტამენტში არის ორი/ოთხი ერთადგილიანი ან ორადგილიანი საძინებელი და ერთი/ორი საერთო სველი წერტილი. საწოლსა და აბაზანაზე შეფარ დება არის 4:1. თითოეულ საცხოვრებელ კორპუსში მოწყობილია სამრეცხაო ოთახი, სადაც სარეცხი მანქანებითა და საშრობით უფასოდ შეგიძლიათ სარგებლობა.
-
სტუდენტებისთვის უფასო Wi-Fi
-
სტრატეგიული მდებარეობა, რაც საშუალებას იძლევა მარტივად მისწვდეთ ქუინსის, მანჰეტენისა და ბრუკლინის ნებისმიერ ლოკაციას
-
ტრადიციული ამერიკული კოლეჯის კამპუსის გამოცდილება
-
მარტივი წვდომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალ გაჩერებაზე, მათ შორის ავტობუსსა და მეტროზე
-
აქტივობები
ეს არის სტანდარტული აქტივობები, რომლებზეც ზაფხულის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაესწროს ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.




















