ლეველს აკადემია
კემბრიჯის ოფიციალური საგანმანათლებლო პარტნიორია
კურსის შესახებ
ლეველს აკადემიის საკვირაო ინგლისური ენის სკოლა (6–10 წლის) უნიკალური შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბდეთ მყარი ინგლისური ენის საფუძვლები, გამოცდილი ქართველი პედაგოგებისა და ინგლისური ენის 'ნეითივ' ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
პროგრამა პატარა მოსწავლეებისთვის სპეციალურად შემუშავებულ აკადემიურ აქტივობებს მოიცავს და ენის ყველა კომპონენტის — კითხვის, წერის, გრამატიკისა და კომუნიკაციის — დაბალანსებულ შესწვლას. ამასთან, კურსი აძლიერებს თავდაჯერებულობასა და კრეატიულობას. აკადემიური სტრუქტურის, ინოვაციურობისა და გასართობი აქტივობების ეფექტური შერწყმით, პროგრამა ბავშვებს უქმნის საუკეთესო გარემოს, რომ შეისწავლონ ინგლისური ენა და აკადემიური წლის განმავლობაში მიაღწიონ მნიშვნელოვან პროგრესს.
-
ენის ყველა უნარის განვითარება: კითხვა, წერა, გრამატიკა, ლექსიკა და ინდივიდუალურობის უნარები.
-
კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, სწორ გამოთქმასა და ინტონაციაზე განსაკუთრებული ყურადღებით.
-
პრაქტიკა ინტერაქტიულ და გასართობ აქტივობებში: მოსმენითი დავალებები, თამაშები, ვიდეოები და სახალისო ტექსტები.
-
პროგრესის შეფასება და მასწავლებლის უკუკავშირი.
-
პროგრამის განმავლობაში ბავშვები ასრულებენ ინგლისური ენის ორ დონეს, რაც უზრუნველყოფს როგორც აკადემიურ, ისე სასასუბრო ინგლისურის თვალსაჩინო პროგრესს.
-
-
Cambridge University Press-ის ინოვაციური და ბავშვებზე მორგებული სასწავლო წიგნები.
-
სასწავლო რესურსების ფართო არჩევანი: გასართობი ტექსტები, მოსმენითი სავარჯიშოები, ვიდეოები და ინტერაქტიული თამაშები.
-
მასალები, რომლებიც მორგებულია გაკვეთილების განმავლობაში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
-
-
პროგრამა მიმდინარეობს სრული აკადემიური წლის განმავლობაში.
-
სიხშირე: თვეში 8 გაკვეთილი (4 კვირა; ყოველ კვირა დღეს 60-წუთიანი ორ გაკვეთილი).
-
ბავშებს შეუძლიათ კურსს შეუერთდნენ აკადემიური წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
-
-
საწყისი დაჯგუფება ასაკსა და მშობლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება.
-
პირველი 2–3 სესიის განმავლობაში მასწავლებლები ყურადღებით აკვირდებიან მოსწავლეებს, რომ განსაზღვრონ მათი ენის ცოდნის დონე და სასწავლო საჭიროებები.
-
შემდეგ ბავშვები გადანაწილდებიან მათთვის ყველაზე შესაფერის ჯგუფში.
-
მშობლებს ადმინისტრაცია აცნობებს საბოლოო განრიგსა და ჯგუფში გადანაწილების შესახებ.
-
-
60 წუთი ზოგად ინგლისურზე ქართველ მასწავლებელთან (ფოკუსი: კითხვა, წერა, გრამატიკა და ლექსიკა).
-
60 წუთი საუბრით ინგლისურზე ინგლისურის მშობლიურენოვან მასწავლებელთან (ფოკუსი: საუბარი, სწორი გამოთქმა).
-
პროგრამა მოიცავს 2 შუალედურ და 2 ფინალურ ტესტს.
-
მშობლები იღებენ:
– შუალედური ტესტების ნამუშევრებს პროგრესის შესაფასებლად.
– საბოლოო გამოცდის შედეგებს და მასწავლებლის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს ელფოსტაზე.
– რეგულარულ ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებთან შეხვედრების დანიშვნის შესაძლებლობას. -
კურსის დასასრულს წარმატებული მოსწავლეები იღებენ სერტიფიკატს.
-
რეგისტრაცია
სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ Levels Academy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს მიღწევებსა და პროგრესს ინგლისური ენი ს შესწავლის პროცესში. 🎓✅

საოჯახო ფასდაკლება
დაარეგისტრირეთ ოჯახიდან ერთზე მეტი წევრი და ისარგებლეთ სპეციალური ფასდაკლებით! ერთად სწავლა ბევრად უფრო საინტერესო და ეფექტურია.
სტუდენტური ფასდაკლება
სტუდენტი ხარ? მიიღეთ ექსკლუზიური ფასდაკლება ჩვენს კურსებზე.
მეგობრული ფასდაკლება
სწავლ ა მეგობრებთან ერთად უკეთესია! მოიწვიეთ მეგობარი, რომ შემოუერთდეს კურსს და თქვენ ორივეს მოგენიჭებათ ფასდაკლება დარეგისტრირებისას.

